“ქართულმა ოცნებამ”, შესაძლოა, საშტატო ნუსხის შემცირებასთან დაკავშირებით წალენჯიხის საკრებულოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს

384

წინა სტატია

წალენჯიხის ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი მმართველი პარტიიდან ბესიკ ფარცვანია საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს საკითხის პროცედურული დარღვევებით მიღებაში ადანაშაულებს. საუბარია დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც მერიის საშტატო ნუსხა 8 ადამიანით შემცირდება. 

“დღეს წარმოდგენილი იყო საკრებულოში მერიის რეორგანიზაციის გეგმა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რეორგანიზაცია თავისი არსით სხვა რამეს ითვალისწინებს. ეს არ იყო ნამდვილად რეორგანიზაცია რეორგანიზაციისთვის, ეს იყო პარტიული აქტივის გათავისუფლებისკენ მიმართული ღონისძიება. პროცედურულად ეს საკითხი დარღვევებით წარიმართა, 3-ჯერ შეიცვალა საკითხი. რეგლამენტის დაუცველად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რაზედაც მივიღებთ სამართლებრივ შეფასებას და დავა სავარაუდოდ გაგრძელდება სასამართლოში”, – ამბობს ბესიკ ფარცვანია.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია ამბობს, რომ საკითხი რეგლამენტისა და ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით მიიღეს.