ზაფხულში ქუთაისში ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს. როგორც ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, მორგე ბაღები (N5 ავტოქარხანა და N18) 4 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.
გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, მშობლებმა განცხადებები უკვე უნდა წარადგინონ.
“გუშინ დაიწყო რეგისტრაცია, ველოდებით განცხადებებს”,- ამბობს დავით წიტაიშვილი.
ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივლისიდან დაიწყება.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში სულ 37 ფილიალი.