საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N19 და N19ა-ს ეზოში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრი ფართობი განახლდა.
“ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, LED განათების ქსელი, ტრენაჟორები, საპარკე სკამები და ორი საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და სკვერი რკინის მოაჯირებით შემოიფარგლა.
პროექტის ღირებულება 345 552 ლარია. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა”, – განმარტავენ გამგეობაში.