რუსთავში დავით გარეჯის N21 ბ-ში მცხოვებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, 9 წელია გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აქვთ. მათი თქმით, მერიაში წერდნენ წერილებს, თუმცა, პრობლემა არ მოგვარებულა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. ადგილობრივის იმედა კვიჟინაძის თქმით, უყურადღებობის მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულებებია. მისი ცნობით, ამ კორპუსში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები ცხოვრობენ, რის გამოც საკანალიზაციო სისტემის პრობლემას არ უგვარებენ. მოსახლეობის განცხადებით, გაუმართავ კანალიზაციასთან ერთად,...
რუსთავში მე-18 და 22-ე საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შესარჩევად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა. 22-ე სკოლის რეაბილიტაციისთვის 1 010 695 ლარია გამოყოფილი, ხოლო, მე-18 სკოლისთვის 2 260 642 ლარი.
ხაშურში “ტვ ივერიას” 16 წლის ჟურნალისტს გიორგი გელაშვილს ემუქრებიან. ჟურნალისტზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “გიორგი არის 16 წლის, მუშაობს ჩვენთან და ახლა ვიგებთ, რომ მას და მის ოჯახს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ სჯობს, გიორგი ჟურნალისტურ საქმიანობას ჩამოშორდეს, რათა რამე შარში არ გაეხვეს”, – აცხადებს რადიო მოზაიკასთან გიორგი მანჩაკოვი. ტელევიზიის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს სახალხო...
ქუთაისში, ჯომარდობის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ჯომარდობის გამშვები ბაზა ლესელიძის ქუჩაზე, მიმღები ბაზა კი - დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა. გამშვები ბაზა განკუთვნილია მდინარეზე საჯომარდო ნავების დაშვების დასაწყებად, ხოლო მიმღები ბაზა - დაშვების დასრულებისთვის. შენობებში მიმღები სივრცე, მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის გასახდელი და საშხაპე, პერსონალის ოთახი, სველი წერტილები, ვერანდა...
აქციაზე ვინც მიხვედით ქვეყნის მტრები ხართ, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა და ამჟამად სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. "გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასედ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით...
ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა (ზიგზაგის ქუჩა N69, გურამიშვილის გამზირი N33ბ) და ერთი ახალი ფეხბურთის მოედანი მოეწყო (საყვირის ქუჩა N2). სამივე მისამართზე შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 213 000 ლარი დახარჯა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნულ მისამართებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. "ვაგრძელებთ სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ახალგაზრდებისთვის მოწესრიგებული სპორტული მოედნები აუცილებელია, ამით ხელს შევუწყობთ მათ...
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს: სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტო-ბეტონის საფარით, მოწესრიგდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები. სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული შპს „ქეი კონსთრაქშენი“ ასრულებს. სააკაძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 1 479 402 ლარი დაიხარჯება, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.
წინა სტატია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ცნობით, დღეს, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები დისტანციურად მიმართავენ. ეს პოლიტიკოსები არიან: ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე რასა იუკნევიჩიენე; ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა; ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი; ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ორგზის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი; ევროპარლამენტარი პოლონეთიდან ანა ფოტიგა. დღეს, 20 ივნისს, "გავრილოვის...
ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად, ასფალტის დაგება იოსელიანი-ნაფეტვრების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სრულდება. გზა 2000-მდე კვ. მ ფართობზე მოეწყო, რის შემდეგაც გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო. ნაფეტვრებში გზის მოწყობის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
უხვი ნალექის დროს, კასპში, ახტალას დასახლებაში სარწყავი არხი ქვაღორღით ივსება. ამის გამო, წყალი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებისკენ მიემართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. პრობლემა ისაა, რომ ნალექის დროს, ქვაღორღი სარწყავ არხში მიედინება. ახტალას ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას მერს სთხოვენ. კასპის მერის წარმომადგენლის ცნობით, მაგალითად, 15 ივნისს მოსულმა ნალექმა დააგუბა წყალი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. მისივე ცნობით, მანამდე სანიაღვრე არხი არ არსებობდა,...
ბათუმში, ცენტრალური შადრევნის გასწვრივ მდებარე ქანდაკება „ფერია“ განახლებული სახით დაუბრუნდა ბულვარს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. დროთა განმავლობაში სკულპტურის ფერთა გამა ზღვისპირა კლიმატისა და გარემო პირობების გამო შეიცვალა და უსახური გახდა. რესტავრაციის შედეგად მას დაუბრუნდა პირვანდელი სახე. „ფერია“ (ე.წ. „ქალი პეპელა“ ) 2005 წლიდან ამშვენებს ბათუმის ბულვარს და ხიბლავს მის ვიზიტორებს.
საკადრო ცვლილებებია დეფაქტო სამხრეთ ოსეთში. თანამდებობები დატოვეს ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლებმა. დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ასრულებს რეზო დევიძე. აქ გამგებლის პოსტი დატოვა ვლადიმერ გულიევმა. რეზო დევიძე დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქტიურად იყო ჩართული 13-17 ივნისს, გამშვები პუნქტებთან მოსახლეობის ორგანიზებულად გადაადგილების საქმეში. 13 ივნისს დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაიხსნა...
საქართველოს პარლამენტი განიხილავს ქართული ოცნების წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფოს აძლევს უფლებას ფლობდეს წილს “საინვესტიციო ფონდებში.” დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეს საკითხი დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ აქამდე, სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდებში წილის ფლობა აკრძალული ჰქონდა და ამ უფლების მიღებისკენ მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კანონის მიზანს ამ შემთხვევაში ვენჩურულ ფონდებში სახელმწიფოსთვის...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელ ხიხანსა და შაუმიანში საირიგაციო ქსელი 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. „სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა, მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების,...
წინა სტატია ბოლნისის მუზეუმში ღვინის კულტურით დაინტერესებული პირებისთვის მეღვინეობისა და მევენახეობის ტრენინგ-კურსები მოეწყო. ეს ის ტრენინგ-კურსია, რომელიც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერიებს დაავალა. ტრენინგი ღვინის პოპულარიზაციას ეხება და მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფო რწმუნებულის ფუნქცია ცენტრსა და თვითმმართველობებს შორის მაკოორდინირებელი საქმიანობაა და არა – მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების განკარგვა, რწმუნებულმა მის მიერ მოწონებული ტრენინგის დაფინანსება, რატომღაც, გარდაბნის მუნიციპალიტეტის...
ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება დაიწყო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „დავიწყეთ ავლაბრის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. გადასული ვართ გამზირის მეორე მონაკვეთზე, სადაც მიწისქვეშა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ