ბათუმის ბულვარს ქანდაკება „ფერია“ განახლებული სახით დაუბრუნდა

452

ბათუმში, ცენტრალური შადრევნის გასწვრივ მდებარე ქანდაკება „ფერია“ განახლებული სახით დაუბრუნდა ბულვარს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

დროთა განმავლობაში სკულპტურის ფერთა გამა ზღვისპირა კლიმატისა და გარემო პირობების გამო შეიცვალა და უსახური გახდა. რესტავრაციის შედეგად მას დაუბრუნდა პირვანდელი სახე.

„ფერია“ (ე.წ. „ქალი პეპელა“ ) 2005 წლიდან ამშვენებს ბათუმის ბულვარს და ხიბლავს მის ვიზიტორებს.