ვაკის რაიონში იოსელიანი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა კეთდება

565

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად, ასფალტის დაგება იოსელიანი-ნაფეტვრების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სრულდება.

გზა 2000-მდე კვ. მ ფართობზე მოეწყო, რის შემდეგაც გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო. ნაფეტვრებში გზის მოწყობის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.