სამგორის რაიონის გამგებელი: აქციაზე ვინც მიხვედით ქვეყნის მტრები ხართ

633

აქციაზე ვინც მიხვედით ქვეყნის მტრები ხართ, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა და ამჟამად სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას,
მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასედ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი**ბი ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მხად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ”, – დაწერა ფეისბუქგვერდზე სამხარაძემ, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

აღნიშნულ პოსტზე უცენზურო კომენტარი გააკეთა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ნუგზარ ჭონქაძემ (ფეისბუქზე რეგისტრირებულია, როგორც სულიკო კედელაშვილი).

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისსა და რეგიონებში აქცია – “შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით ჩატარდა.