ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს: სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტო-ბეტონის საფარით, მოწესრიგდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები.
სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული შპს „ქეი კონსთრაქშენი“ ასრულებს.
სააკაძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 1 479 402 ლარი დაიხარჯება, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.