20:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ევროპარლამენტარები მიმართავენ

376

წინა სტატია

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას” ცნობით, დღეს, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები დისტანციურად მიმართავენ. ეს პოლიტიკოსები არიან:

  • ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე რასა იუკნევიჩიენე;
  • ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა;
  • ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
  • ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ორგზის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი;
  • ევროპარლამენტარი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.

დღეს, 20 ივნისს, “გავრილოვის ღამის” სამი წლისთავზე, გაიმართება ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” დაგეგმა. “შინ ევროპისკენ” – ამ სახელწოდების აქციაზე ქართველი ხალხი ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ამავე მიზნით აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება.

რამდენიმე დღის წინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს “დესტრუქციულ როლს” ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა “ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.