დეფაქტო პრეზიდენტმა ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლები თანამდებობიდან გადააყენა

344

საკადრო ცვლილებებია დეფაქტო სამხრეთ ოსეთში. თანამდებობები დატოვეს ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლებმა.

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ასრულებს რეზო დევიძე. აქ გამგებლის პოსტი დატოვა ვლადიმერ გულიევმა.

რეზო დევიძე დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქტიურად იყო ჩართული 13-17 ივნისს, გამშვები პუნქტებთან მოსახლეობის ორგანიზებულად გადაადგილების საქმეში. 13 ივნისს დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაიხსნა გამშვები პუნქტები და 17 ივნისს დაიხურა.