უხვი ნალექის დროს, კასპში, ახტალას დასახლებაში სარწყავი არხი ქვაღორღით ივსება. ამის გამო, წყალი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებისკენ მიემართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
პრობლემა ისაა, რომ ნალექის დროს, ქვაღორღი სარწყავ არხში მიედინება. ახტალას ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას მერს სთხოვენ.
კასპის მერის წარმომადგენლის ცნობით, მაგალითად, 15 ივნისს მოსულმა ნალექმა დააგუბა წყალი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია.
მისივე ცნობით, მანამდე სანიაღვრე არხი არ არსებობდა, ხოლო მთის ფერდობებიდან წამოსული ქვაღორღი მიმდებარე ტერიტორიაზე იშლებოდა.