ხაშურში “ტვ ივერიას” 16 წლის ჟურნალისტს გიორგი გელაშვილს ემუქრებიან. ჟურნალისტზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“გიორგი არის 16 წლის, მუშაობს ჩვენთან და ახლა ვიგებთ, რომ მას და მის ოჯახს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ სჯობს, გიორგი ჟურნალისტურ საქმიანობას ჩამოშორდეს, რათა რამე შარში არ გაეხვეს”, – აცხადებს რადიო მოზაიკასთან გიორგი მანჩაკოვი.
ტელევიზიის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს სახალხო დამცველს და მის რეაგირებას ელოდებიან.
“ყველა საქმის კურსშია. არაფერი არ ემუქრება გიორგის, მოტივაციის დავარდნის გარდა”, – ამბობს გიორგი მანჩაკოვი.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გელაშვილი სპორტულ ამბებს აშუქებს. სწორედ ის იმყოფებოდა 15 ივნისს, ხაშურის სტადიონზე, სადაც “გლდანსა’ და “ივერიას” შორის ინციდენტი მოხდა.
“გიორგიმ აჩვენა კადრები და თქვა, რომ სამართალდამცავები არასაკმარისი რაოდენობით იყვნენ სტადიონზე და რომ წესრიგი მათ უნდა დაეცვათ. ზეწოლაც ამის შემდეგ დაიწყო მასსა და მის ოჯახზე’.