ბათუმის მერია აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 60 ერთეული, თანამედროვე სტანდარტის, ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 ელექტრო და 40 ISUZU-ს ტიპის ახალი ავტობუსი შეიძინეს და უახლოეს პერიოდში ძველი, ყვითელი ავტობუსები თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლდება. "ასევე, გრძელდება ელექტროტაბლოების განახლება, რომელიც EBRD-ის გრანტის ფარგლებში ხორციელდება. გათვალისწინებულია 60 ერთეული ახალი საინფორმაციო ტაბლოს...
ქუთაისის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ ავტოპარკი ახალი ტექნიკით შეივსო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქის დასუფთავებას დამატებით ქუთაისის მერიის მიერ შეძენილი სამი სპეციალური მანქანა უზრუნველყოფს. სპეცმანქანები ქალაქს უკვე ემსახურება. „ეს კიდევ მეტად ოპერატიულს გახდის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ მუშაობას, რაც პირველ რიგში ქალაქში სისუფთავის შენარჩუნებას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტში შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინაორებს. პროექტი მარნეულში, კოსტავას ქუჩიდან იწყება და სოფელ შულავერის ტერიტორიაზე გადის. რეაბილიტაციის პროექტი გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მონტაჟს. პროექტი...
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ამ ეტაპზე მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები ტარდება, პარალელურად იგება ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მილ-ხიდებისა და სანიაღვრეების მოწყობა. გარდა ამისა, დაიდგმება და დაიხაზება საგზაო ნიშნები. სამუშაოების ფარგლებში ჩატარდება სოფელ ცოცხნარამდე და ქემფერამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, აღნიშნული პროექტი გარდამავალია, შესაბამისად ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მოეწყობა ქემფერამდე მისასვლელი გზა. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ახალი მინი სპორტული მოედანი და საბავშვო სივრცე მოეწყო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 120 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოფელ ზემო კაჭრეთში მოეწყო სავარჯიშო სივრცე და დამონტაჟდა ტრენაჟორები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს სავარჯიშო, ზოგან კი საბავშვო სივრცეებს 11 სოფელში და ქალაქ გურჯაანში ოთხ ადგილზე მოაწყობს. პროექტებისთვის, ჯამში,...
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზის დაგებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები და სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 4 200 000 ლარია და 4100 მეტრის მანძილზე სანიაღვრის და გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვემო მაჩხაანში ტურიზმის განვითარებას. ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა, განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის.
თბილისში მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილში აღდგენილია. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის ქვევით, საიზოლაციო დამცავი ფენები ეწყობა. ასევე, ასფალტბეტონის საფარი დაიგება, ტროტუარი განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. გარდა ამისა, გამაგრდება ფასადები და თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება. მეორე ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს შეიზღუდება.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის - მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობისათვის 4 999 227ლარი დაიხარჯება. სამუშაოების წარმოებისათვის  ქალაქის მერიამ ტენდერი NAT220012810 გამოაცხადა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა  2023 წლის 15 თებერვალის ჩათვლით განისაზღვრა. ამასთან,   საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში   ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება წარმოქმნილი დეფექტი საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს. ყოფილი მუზეუმის შენობის...
ქუთაისის მერიასთან ექიმები აქციას მართავენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მენეჯერის, მაია რუხაძის თანამდებობიდან გაათავისუფლეს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ახალ ხელმძღვანელს არ მიიღებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.  პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელმძღვანელი გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს. "მერიის შენობასთან ზუსტად იმიტომ მოვედით, რომ ქუთაისის მერიამ და ქუთაისმა იცის ზუსტად, როგორ შრომობს სასწრაფო თავისი არაჩვეულებრივი მენეჯერის ხელმძღვანელობით. ჩვენ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვაპროტესტებთ ჩვენი მენეჯერის...
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. მოვაჭრეები დედაქალაქის მერიას 48 საათს აძლევენ იმისათვის, რომ გარევაჭრობა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზის გადაკეტვას აანონსებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.  აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარევაჭრობის გამო, თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. მათივე თქმით, ტერიტორიაზე სავაჭრო გარემო არაკონკურენტულია, არის სიმჭიდროვე და ანტისანიტარია. ისინი გარემოვაჭრეებს ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლისკენ მოუწოდებენ. "ბაზრობა არის გაჩერებული, ვერ მუშაობენ ადამიანები, რადგან ქვემოთ გარე...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებს შორის მიმდინარეობს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.  ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაცმოძრაობის წევრებმა ოცნების დეპუტატებს პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის დროს ორგანიზებული თავდასხმის შესახებ გაახსენეს. 3 ივლისის აქციის წინა დღეებში ოზურგეთში პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა არაერთხელ სცადეს. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ქართულ ოცნებას 3 ივლისის პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ხელის შესაშლელად...
ხობში, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად ჩატარდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 989 ათასი ლარი შეადგინა. 2.4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ამოიწმინდა კიუვეტები. მიმდინარე წელს შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯიჯაოს, ჭალადიდის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა; ხოლო, ძველ...
გლდანში საგზაო სამუშაოები ჯავახეთის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 234 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, 4 129 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, 1 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ბეტონის გზა. აქამდე, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს. პროექტის განხორციელებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 676 320 ლარი დაიხარჯება.
ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა. კალაძის თქმით, დედაქალაქის გამგეობები გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, 99-100%-ით ასრულებენ სამუშაოებს. „მინდა, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით. გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, სამუშაოები 99-100 პროცენტით სრულდება, რაც ძალიან კარგია. რამდენიმე გამგეობას უფრო მეტის გაკეთება...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული ხარჯები 34 032 ლარით შეამცირა, აღნიშნული თანხით კი აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა დაფინანსდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. ამავე ცნობით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო 85 ბავშვის თანადაფინანსება. ამჟამად კი დაფინანსების მომლოდინეთა სიაში 19 ბავშვია.
თბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, კიდევ ერთი სიახლე მივაწოდო საზოგადოებას – ვიწყებთ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. განადგურებულია ფილები, არის მწვანე სივრცის ნაკლებობა. თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ