შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

234

მარნეულის მუნიციპალიტეტში შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინაორებს. პროექტი მარნეულში, კოსტავას ქუჩიდან იწყება და სოფელ შულავერის ტერიტორიაზე გადის.

რეაბილიტაციის პროექტი გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მონტაჟს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 143 970 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.