“ბიძინას მონებო“, “მიშას მონებო“ – ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ისა და ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

368

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებს შორის მიმდინარეობს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. 

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაცმოძრაობის წევრებმა ოცნების დეპუტატებს პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის დროს ორგანიზებული თავდასხმის შესახებ გაახსენეს.

3 ივლისის აქციის წინა დღეებში ოზურგეთში პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა არაერთხელ სცადეს. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ქართულ ოცნებას 3 ივლისის პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ხელის შესაშლელად პარტაქტივი გააქტიურებული ჰყავდა.

რეგიონებში პროევროპული კამპანიისთვის ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები ხვდებოდნენ და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ.

საინფორმაციო კამპანიის ჩასაშლელად მმართველმა პარტიამ პარტაქტივი სტუდენტებსაც დაახვედრა.