ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობისათვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

422

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის – მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობისათვის 4 999 227ლარი დაიხარჯება. სამუშაოების წარმოებისათვის  ქალაქის მერიამ ტენდერი NAT220012810 გამოაცხადა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა  2023 წლის 15 თებერვალის ჩათვლით განისაზღვრა.

ამასთან,   საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში   ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება წარმოქმნილი დეფექტი საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს.

ყოფილი მუზეუმის შენობის განახლება  რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.