ზუგდიდში საკრებულოს შემცირებული ხარჯები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს მოხმარდება

473

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული ხარჯები 34 032 ლარით შეამცირა, აღნიშნული თანხით კი აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა დაფინანსდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

ამავე ცნობით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო 85 ბავშვის თანადაფინანსება. ამჟამად კი დაფინანსების მომლოდინეთა სიაში 19 ბავშვია.