გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ახალი მინი სპორტული მოედანი და საბავშვო სივრცე მოეწყო.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 120 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოფელ ზემო კაჭრეთში მოეწყო სავარჯიშო სივრცე და დამონტაჟდა ტრენაჟორები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს სავარჯიშო, ზოგან კი საბავშვო სივრცეებს 11 სოფელში და ქალაქ გურჯაანში ოთხ ადგილზე მოაწყობს. პროექტებისთვის, ჯამში, 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.