მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

488

თბილისში მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სამუშაოების
პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტირებულ
ნაწილში აღდგენილია.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის ქვევით, საიზოლაციო
დამცავი ფენები ეწყობა. ასევე, ასფალტბეტონის საფარი დაიგება, ტროტუარი
განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. გარდა ამისა,
გამაგრდება ფასადები და თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები
იერსახის უცვლელად განახლდება.

მეორე ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გზის
სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს შეიზღუდება.