ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ამ ეტაპზე მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები ტარდება, პარალელურად იგება ასფალტის საფარი.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მილ-ხიდებისა და სანიაღვრეების მოწყობა. გარდა ამისა, დაიდგმება და დაიხაზება საგზაო ნიშნები. სამუშაოების ფარგლებში ჩატარდება სოფელ ცოცხნარამდე და ქემფერამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, აღნიშნული პროექტი გარდამავალია, შესაბამისად ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მოეწყობა ქემფერამდე მისასვლელი გზა.
სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 599 999 ლარს შეადგენს.