გლდანში საგზაო სამუშაოები ჯავახეთის ქუჩასა და მიმდებარე
ჩიხებში მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 234 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის
მოწყობა სრულდება, 4 129 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის
საფარი დაიგება. ასევე, 1 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ბეტონის
გზა. აქამდე, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების
დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.
პროექტის განხორციელებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან,
დაახლოებით, 676 320 ლარი დაიხარჯება.