ახალ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

362

ხობში, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად ჩატარდა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 989 ათასი ლარი შეადგინა. 2.4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ამოიწმინდა კიუვეტები.

მიმდინარე წელს შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯიჯაოს, ჭალადიდის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა; ხოლო, ძველ ხიბულაში და შუა ხორგა – ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.