სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

463

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის გზის დაგებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები და სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 4 200 000 ლარია და 4100 მეტრის მანძილზე სანიაღვრის და გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვემო მაჩხაანში ტურიზმის განვითარებას. ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა, განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის.