ქუთაისის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ ავტოპარკი ახალი ტექნიკით შეივსო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის დასუფთავებას დამატებით ქუთაისის მერიის მიერ შეძენილი სამი სპეციალური მანქანა უზრუნველყოფს. სპეცმანქანები ქალაქს უკვე ემსახურება.
„ეს კიდევ მეტად ოპერატიულს გახდის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ მუშაობას, რაც პირველ რიგში ქალაქში სისუფთავის შენარჩუნებას ემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.