მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მარადისში გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 1 210 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია ასფალტ/ბეტონის საფარით.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 168 061 ლარია.
ინფრასტრუქტურულ პროექტში დასაქმებულია 16 ადამიანი.
პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.