ელექტრომობილები ვარძიის დამთვალიერებლებს მარტის მეორე ნახევრიდან მოემსახურებიან

431

წინა სტატია

ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალში ელექტრომობილებს მიმდინარე თვეში ჩაიყვანენ, მანამდე ისტორიული კომპლექსის მიმდებარედ ავტოფარეხი მოეწყობა.

„ელექტრომობილებს სპეციალური პირობები სჭირდებათ, ამისთვის ვემზადებით, კეთდება ავტოფარეხი, სადაც დამტენი და სამრეცხაო მოეწყობა. მანქანები ჯერ ვერ ჩამოვიყვანეთ, რადგან  ცივი კლიმატის გამო ელემენტები გაფუჭდება“, – განაცხადა ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორმა კახა ზაზაძემ.

ორი 16 ადგილიანი ელექტრომობილი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს. მგზავრობის ფასი ორი ლარია.