ვარძიისა და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალების დამთვალიერებლებს ახალი ელექტროტრანსპორტი მოემსახურებათ

679

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვარძიისა და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალების სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დამთვალიერებლებს ელექტრომობილებით მოემსახურებიან.

ვარძიაში ორი სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს, მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსები კი ნოქალაქევის დამთვალიერებელს მოემსახურება.

„ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებისთანავე უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციები სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან.

ახალი სერვისი მუზეუმ-ნაკრძალების დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება.

2 ტიპის ელექრომობილები კულტურული მემკვიდრეობის სივრცეებზე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდებიან.

2 ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი ნოქალაქევის დამთვალიერებელს მოემსახურება, ხოლო 2 ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო მომსახურებას ამ დრომდე სააგენტოს ადმინისტრაცია ტურისტებს მხოლოდ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სთავაზობდა, სადაც შიდაწვისძრავიან ავტომობილს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ჩაანაცვლებს.