დაბა ქედაში ელექტრო მიკროავტობუსი იმოძრავებს

271

ქედაში ელექტრომიკრავტობუსი იმოძრავებს, გადაადგილება კი მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ტრანსპორტი მუნიციპალიტეტმა იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. იგი  დაბის ძირითად ქუჩებს მოემსახურება.

ელექტროტრანსპორტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. იაპონიისგან მერიამ  77 235 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.