აჭარის განათლების სამინისტროსთან “ბათომისა” და “დაიცავი ძველი ბულვარის” წევრები აქციას დღესაც მართავენ

533

წინა სტატია

“არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს”, – ამ ლოზუნგით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან საზოგადოება “ბათომისა” და “დაიცავი ძველი ბულვარის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მინისტრს მაია ხაჯიშვილს მიმართავენ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სთხოვენ.

“ჩვენ რადიკალური ფორმებს მივმართავთ, ქალბატონო მაია მოვედით და კიდევ მოვალთ, რადგან ხვალ იწურება ვადა, რომელიც თქვენ მოგეცით. შეაჩერეთ სამშენებლო სამუშაოები, გადაგვირჩინეთ ბათუმის ბულვარი, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რადგან ბულვარს არ დავთმობთ. ნუ გვაიძულებთ, რომ რადგიკალურ ზომებს მივმართოთ,” – აცხადებს აქციის მონაწილე ზეინაბ დიასამიძე.