გერმანიის მთავრობამ ბათუმში წყლის სისტემების მოწყობისთვის 55 მილიონი ევრო გამოყო

393

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო. საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის შესაბამისი სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.