ბათუმის ბიუჯეტი 284 მილიონი 950 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 30 მილიონ 900 ათასი ლარით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 121 მილიონ 366 ათას 500 ლარი
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 25 მილიონ 462 ათას 300 ლარი
განათლება – 36 მილიონ 329 ათას 200 ლარი
კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა – 18 მილიონ 594 ათას 900 ლარი.
ბათუმში 2023 წელს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება.
აშენდება – 6, რეაბილიტირდება – 17. მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.
ბათუმი ავარიული სახლების გარეშე – პროგრამის ფარგლებში მშენებლობა მიმდინარეობს და დაიწყება 10 მისამართზე.
გამაგრებითი სამუშაოები სრულდება და იგეგმება 7-ზე.
უსაფრთხო გარემოში 1000-ზე მეტი ოჯახი იცხოვრებს.
2023 წლის ბიუჯეტი – 22 მილიონ 500 ათასი ლარი.
ე.წ. შანხაის დასახლებაში 324 ბინაზე გათვლილი ორი რვასართულიანი სოციალური სახლი აშენდება.
საცხოვრებელი ფართებით 150-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარს შეადგენს.
ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი სრულად განახლდება, 2023 წელს ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება.
2023 წელს ბათუმში 10 ახალი სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია:
-თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია,
-აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით 55 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
გასულ წელთან მიმართებაში ბიუჯეტი 5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ბიუჯეტი – 25 მილიონ 462 ათას 300 ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.