მერია: ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებულ ბულვარში სალიკვიდაციო ღონისძიებები განხორციელდა

400

ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებულ ბულვარში სალიკვიდაციო ღონისძიებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით მოხდა დაზიანებული მონაკვეთების შემოსაზღვრა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

„ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები.

შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება მოხდება. სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კბმ პლაჟწარმომქმნელი მასალა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.