რატომ მოჭრეს ორასწლოვანი ტიტას ხე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში

381

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ასწლოვანი ტიტას ხეები მოჭრეს. ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მცენაარეები გახმა და მისი მოჭრა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა.

რადიო ათინათის“ კითხვაზე, შეიმჩნეოდა თუ არა ტიტების ხმობის პროცესი ბაღის რეაბილიტაციიის დაწყებამდე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა გვპასუხობს, რომ მცენარეს კვდომა მანამდეც დაწყებული ჰქონდა.

„ყველა მცენარეს აღწერა მოხდა, ეს იყო ზეხმელი, ბუნებიდან საერთოდ ამოსაღები თუ გადასაბელი. მაშინ, დაახლოებით, 15 მცენარეს ჰონდა პრობლემა, მათ შორის, ამ ტიტებსაც, მაგრამ მაინც დავტოვეთ, რადგან ასეთი შესამჩნევიც არ იყო. ტიტებისგან მიღებულ მასალას სხვადასხვა ნივთებს დავამზადებთ. სხვათა შორის საჯინიბოს რეაბილიტაცია იგეგმება და სწორედ იქ დავდგამთ იმ სკამებს თუ მაგიდას, რომელსაც მისგან დავამზადებთ “, – აღნიშნა ქარჩავა.

მისივე თქმით, რამდენიმე ხეს, მათ შორის, სექვოიასაც დაწყებული აქვს ხმობა, თუმცა მათი მოჭრისგან თავს იკავებენ და ქარიან ამინდში იძულებულები არიან ვიზიტორების ევაკუაცია მოახდინონ.