მარნეულის მერია ორ ნაგავმზიდ მანქანას 300 000 ლარად შეიძენს

366

2021 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ნარჩენების შემგროვებელ ორ მანქანას შეიძენს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, რომ ორი ახალი სპეციალური ტექნიკა იმ სოფლებზე გადანაწილდება, სადაც „სუფთა მარნეული“ ჯერ არ მუშაობს.

“სპეცმანქანებს, ნაგავმზიდებს, შევიძენთ რომელიც იმ სოფლებს მოემსახურება, სადაც ჯერ არ შევსულვართ. ჯერ არ ვიცი რომელი სოფლები იქნება, ეს დამოკიდებულია მანქანებზე, რამდენი კუბი ექნება და ა.შ როდესაც შემოვა მანქანები მერე დავგეგმავთ“ – განაცხადა ლერი მუმლაძემ

“სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ორი ნაგავმზიდი მანქანის შესაძენად 300 000 ლარია გათვალისწინებული.