მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქუთლიარის მოსახლეობა 2017 წლიდან შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვს. ერთ-ერთი ასეთი ამილ მამედოვია, რომელსაც ყოველდღიურად ატალახებულ გზაზე, ბახილების მეშვეობით უწევს გამოვლა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ამილმა პრობლემით არაერთხელ მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას. ხუთი წლის წინ „სამოქალაქო ბიუჯეტშიც“ იყო გათვალისწინებული გზის დაგება, თუმცა მისთვის უცნობია რატომ არ განხორციელდა პროექტი.
ამილ მამედოვმა ბოლოს, 2020 წლის 29 დეკემბერს მიმართა მერიას ოფიციალური წერილით.
მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ წერილში წერია, რომ “ქუთლიარში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებს ადგილობრივ თვითმმართბელობა შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს 2021-2022-2023 წლების სამოქმედო გეგმაში”
ქუთლიარში ერთ-ერთი უბანი „ვაშლის ბაღის“ სახელითაა ცნობილი. ქუჩაში გადაადგილება, წვიმიან ამინდებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ამორტიზებული გზის გამო, მოსახლეობამ, უბანი საკუთარი სახსრებით რამდენჯერმე მოხრეშა.