მაგარამ მურსელოვი 70 წელზე მეტია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში ცხოვრობს. ის ძირითადად, სოფლის მეურნეობით და მესქონლეობით არის დაკავებული. მაგარამმა სახნავ სათეს მიწების დამუშავება უკვე დაიწყო. ამბობს, რომ კიტრის მოყვანას გეგმავს თუმცა ხელს სოფელში არსებული სარწყავი წყლის პრობლემა უშლის. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
“სარწყავი წყალი არ გვაქვს. მიწები დაიწვა უწყლოდ. გვეუბნებიან ხელშეკრულება გააფორმეთო. ხელშეკრულება ორმხრივად უნდა გაფორმდეს. ჩვენ ფული უნდა გადავიხადოთ იმათმა წყალი უნდა მოგვაწოდონ. მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობას ვერც კისრულობენ. არც გვავალდებუებენ რომ ფული უნდა გადავიხადოთ. იმიტომ, რომ ვერ გვაწვდიან წყალს და ჩვენც არ ვაფორმებთ არანაირ ხელშეკრულებას. მე პირადადა გავაფორმებდი. 100 ლარი თუ ღირს ჰექტარზე, 200 ლარსაც გადავიხდი ოღონდ წყალი მომაწოდონ. ეზოშ ჭა გვაქვს მაგით ვრწყავთ და ისიც მარილიანია, მოსავალს აფუჭებს“
სოფელ დაშტაფაში 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, მაგარამ მურსელოვის მსგავსად სოფელში სარწყავი წყლის პრობლემა სხვებსაც აწუხებთ.
“ეს არის ჩემი ბაღ-ბოსტანი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. რომც დავთესო რამე, მაინც უწყლოდ რჩება. თითქმის 15-20 წელია ასე ვწვალობთ. შარშანაც ასეთი მდგომარეობა იყო და მივედით შესაბამის უწყებებთანაც. მოვიდნენ, ნახეს და ერთ წელში მოგვაწოდეს წყალი. უნდა მიხვიდე და გაასაჩივრო, თორემ ისე არ მოგაწვდიან წყალს. ბევრს ბანკში ვალი აქვს ახლა. ბანკიდან იღებენ ვალს, მოსავალს თესავენ და ისიც ფუჭდება“
“წინასაარჩევნოდ მოდიან ხალხს შეხვდებიან ხოლმე. როგორც მათხოვარი ხმას ითხოვენ. ყველა მოდის და გვეუბნება მე მომეცი ხმაო. არჩევნების მერე კი არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ახლა სოფელშ წყალი არაა. გუშინდელი ამბის მერე წავიდნენ, ხალხის დასანახად გამოუშვეს წყალი. ახლა მიდით, ნახეთ, წყალი არაა. ვთხოვეთ, რომ ჭა გათხარონ. ხალხიც დაეხმარება და როგორმე თავს გავართმევთ. ამათ არ აინტერესებთ ეს. გამოსავალი არ გვაქვს. ერთადერთი გზა ისაა, რომ ყველა წავიდეთ პარლამენტში. ან აქედან წავიდეთ, ამ სოფლიდან, სამუდამოდ. აქ რამე პოლიტიკური საკითხი არ დგას. ჩვეულებრივი ხალხის საკითხია. მიდით ეზოებში ნახეთ თითო სახლში თუ მოდის წყალი. ომ ვერ ვრწყავთ, ამის გამო სოფელში იმდენი იმდენი მიწები დარჩა ცარიელი“
როგორც საქართველოს მელიორაციის, ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, სოფელ დაშტაფას მოსახლეობა სარწყავი წყლით მანამდე ვერ ისარგებლებს, ვიდრე ინდივიდუალურად არ გააფორმებენ ხელშეკრულებებს სარწყავი წყლის მომსახურეობაზე.
“საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სოფელ დაშტაფას მაცხოვრებები არასდროს აფორმებენ ხელშეკრულებას და ეს მომასუხერეობის გაწევა არ იქნება წელსაც ისეთივ ეიდეალური თუ თვითონ წყალმომხმარებლები არ გამოთქვამენ სურვილს იმისა, რომ გააფორმონ ხელშეკრულება, ანუ დააკონტრაქტონ თავიანთი ნაკვეთები. ჩვენ ჩავატარებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, როგორც ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ ყველა ჩვენს მაგისტრალზე და არხზე. შესაბამისად, ჩავატარებთ სამუშაოებს სოფელ დაშტაფას მიდამოებში, მაგრამ წყლის მომსახურება არ ექნებათ გათვალისწინებული ჩვენს გეგმაში თუ თვითონ არ მობრძანდებიან ჩვენთან დასაკონტრაქტებლად“
აღსანიშნავია, რომ დაშტაფას მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა 8 თებერვალს სარწყავი წყლის არ ქონის გამო.