მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაასრულა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრომაციით, პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი. მოეწყო დაახლოებით 1.8 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა, დაიგო ახალი საფარი ბულვარში. შეივსო პლაჟი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოადგენს მასიურ კონსტრუქციას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და დაფარულია პლაჟის ინერტული მასალით.