ხონის სოფელ გორდის მოსახლეობა სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას მოითხოვს

319

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მოსახლეობა დღეს სკოლასთან შეიკრიბა. შეკრებილების განცხადებით, სოფელი ორი წელია სკოლის გარეშეა დარჩენილი და ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ სწავლა. ისინი სკოლის რეაბილიტაციის დროულ დასრულებას მოითხოვენ.

მშობლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. მათი თქმით, სამუშაოების პროცესში გაუთვალისწინებელი პრობლემები გამოჩნდა, კვლევების გამო კი სამუშაოები გახანგრძლივდა. მათი თქმით, დასკვნის შემდეგ სამუშაოები განახლდება.

სკოლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და 2022 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.