ზუგდიდში ჩამონგრეული სახლის მცხოვრებლებს, დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელ ფართს გადასცემს

319

ზუგდიდში ჩამონგრეული სახლის მცხოვრებლებს, დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელ ფართს გადასცემს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახი სოფლად სახლის პროგრამაშია ჩართული.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ შენობა წლებია ამორტიზებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

წლების განმავლობაში აღნიშნულ შენობაში დევნილთა 5 ოჯახი ცხოვრობდა. მიმდინარე წელს მათ დევნილთა სამინისტრომ ახალი ბინები გადასცა. ბოლო პერიოდში სახლს სოციალურად დაუცველი ერთი ოჯახი აფარებდა თავს.

ზუგდიდში, 30 იანვარს თამარ მეფის ქუჩაზე, საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, სადაც დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. შენობის ჩამონგრევის შედეგად მცირეწლოვანი გოგო დაშავდა, რომელიც შენობიდან მეხანძრე მაშველებმა გამოიყვანეს.