პრემიერი: დევნილებისთვის 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ვიწყებთ

405

ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა – 7 000 ოჯახზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელსვე ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს“, – განაცხადა პრემიერმა.