საგარეჯოში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

431

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარცხენა მაგისტრალური არხის პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 20,7 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და 11,8 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხის მშენებლობას ითვალისწინებს.

ყველა წყალგამანაწილებელზე დამონტაჟდება ჰიდრანტები და დამცლელი ჭები, მილ-ხიდები და წყალმიმღები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ მანავისა და თოხლიაურის 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.

პროექტს შპს “საქართველოს მელიორაცია” ახორციელებს და მისი დასრულება 2024 წელს იგეგმება.

პროექტის ღირებულება 9,2 მილიონ ლარს შეადგენს.