ზუგდიდში სარაგბო ბაზა შენდება

470

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

„ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ფონდ ,,ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი, ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებელისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

ზუგდიდის რაგბის სტადიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მეორე სარაგბო ბაზა იქნება, ფონდმა „ქართუმ“ ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.