სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს

564

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს, ახალი მოადგილე ჰყავს. რწმუნებულმა დავით ვარდიაშვილი მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს გუშინ, 30 ნოემბერს, სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.

სახელმწიფო რწმუნებულის ახლმა მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, ხოლო, 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  რწმუნებულის პირველ მოადგილეს უწყვეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა შემოსავლების სამსახურში

2013-2014წწ. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე;

2016-2017 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

2017-2018 წლებში იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე;

2018 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოში.