ხაშურის მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, ხაშურის კულტურის და სპორტის გაერთიანების უფროსი ფინანსურმა პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა, – ინფორმაციას ადასტურებს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი კოტე ფრუიძეც. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
‘საფინანსო სამსახური იყო შემოსული ამ ა(ა)იპ-ში, რა დროსაც ფინანსური სამსახური დაინტერესდა ერთი კონკრეტული საკითხით. ამის გამო გია ბოლოკაძე გადაყვანილ იქნა გამოკითხვაზე”, – გვითხრა ფრუიძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ფრუიძემ გვითხრა, რომ მეტ დეტალზე საუბარი არ შეუძლია.