მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ტვ4 წერს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მარნეულის მასშტაბით, 8 მინი კომბინირებული მოედანი მოეწყო.
სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები გასული წლის განმავლობაში განხორციელდა როგორც ქალაქ მარეულში, ისე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში უკვე დაწყებულია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც.
პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.