სოფელ ხურჩას მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოებსი სამსახურის ინფორმაციით, მათ დაუყოვნებლივ გააქტიურეს „ცხელი ხაზი“ და უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
უწყების განცხადებით, მათ ასევე სასწრაფოდ ჩართეს პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
„საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ეს ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას”, – აცხადებენ სუს-ში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.