2021 წლის თებერვლიდან ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, ხოლო ბილეთების შეძენას კონტროლიორები შეამოწმებენ. ამის შესახებ რადიო “ათინათს” ზუგდიდის მერიაში უთხრეს.
კონტროლიორების პოზიციაზე ვაკანსია მერიის შპს “ზუგდიდის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა” ჯობს.გე-ზე გამოაცხადა. მოთხოვნების თანახმად, ბილეთიანების შემოწმების გარდა, კონტროლიორი უფლებამოსილი იქნება უბილეთო მგზავრს საჯარიმო ქვითარი გამოუწეროს.
მათი საქმიანობის ანაზღაურება კი 400 ლარი იქნება.
ჯერ კიდევ 2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერიის შპს-ს მიმართა, რომ გადახდის ელექტრონულ სისტემაზე მუშაობა დაეწყოთ, რათა მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გადახდა თანამედროვე მეთოდით მალე შესძლებოდათ.