მარნეულის ხუთი სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

367

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს ახოცრიელებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქტიურ ფაზაშია მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს წყალარინების სისტემების და მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც.

„პროექტის ფარგლებში შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი და შენდება წყალარინების სატუმბი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: წერეთლის, საიმერლოს, დიდი და პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა – ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების (კანალიზაციის) გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა – ჯამში 36 500 ადამიანი“, – აცხადებენ კომოპანიაში.