საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. ამის შესახებ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი.
არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
რას შეეხება ოპოზიციას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ევროპული საქართველო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ლელო საქართველოსთვოს”; “ლეიბორისტული პარტია”; “ერთიანი საქართველო” – ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.