“ჯივიპი” გლდანის რაიონში წყალმომარაგების ქსელს სრულად აახლებს

317

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.

კომპანიის ცნობით, კომპანია გლდანის რიაონში, კეცხოველის ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 800 მეტრი წყალმომარაგებისა და 900 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩაზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად წყალმომარაგება 10 000 აბონენტს გაუუმჯობესდება. “ჯივიპი” სარეაბილიტაციო პროექტში 650 ათას ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.